სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი - კონტრაქტორმა კომპანიამ, ნებადართულის ნაცვლად, ხეები სხვა ადგილზე მოჭრა
სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელი - კონტრაქტორმა კომპანიამ, ნებადართულის ნაცვლად, ხეები სხვა ადგილზე მოჭრა

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლის, გიორგი შარკოვის განცხადებით, კონტრაქტორმა კომპანიამ, ნებადართულის ნაცვლად, ხეები სხვა ადგილზე მოჭრა.

როგორც შარკოვმა პირველ არხს განუცხადა, ამის მიუხედავად კომპანიასთან თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება და კომპანიას ინსტრუქტაჟს კიდევ ერთხელ ჩაუტარებენ.

„კონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა ჭრები ნებართვით გაცემული ტერიტორიის გარეთ. შესაბამისად, მოკვლევის შედეგად დაფიქსირდა უნებართვო ჭრები. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად ამოწმებენ სამუშაოებს, თუცა ეს მოხდა მოკლე ვადაში და ზედამხედველობის სამსახურმა უფრო სწრაფად დაადგინა დარღვევა. ჩვენი მხრიდან კომპანიას მიეცემა ინსტრუქტაჟი, რათა მსგავსი შემთვხვევა არ განმეორდეს”, – აღნიშნა შარკოვმა.

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით ხე-ტყის ჭრის ფაქტი გუშინ გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კონტრაქტორმა კომპანიამ, შპს „ბათუმის ბიზნეს აკადემიამ“ 110 ძირი ხე მოჭრა.

დატოვე კომენტარი