ორბელიანის მოედანზე, „პირიმზის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი კვამლი იყო

16:54, 25.11.2019

თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ორბელიანის მოედანზე მდებარე „პირიმზის“ შენობასთან ძლიერი კვამლი იყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ​„პირიმზის“ უკან ცეცხლი გაუჩნდა სამშენებლო ნაგავს და გაგრილების სისტემის დამხმარე ნაგებობას.

პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შევიდა შენობის პირველ სართულზე.

ადგილზე შვიდი სამაშველო-სახანძრო ჯგუფი მუშაობს. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ფოტოგრაფმა ზურაბ ცერცვაძემ გაავრცელა.

მსგავსი