სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი 25 პროცენტით შემცირდა
სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი 25 პროცენტით შემცირდა

სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი 25 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კომპანიის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ზიბზიბაძემ განუცხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2008 წლის შემდეგ ელექტროსისტემის ხელმძღვანელის ხელფასი ყოველ წელს, 10 პროცენტით იზრდებოდა და 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 24 316 ლარამდე გაიზარდა.
აუდიტორების განცხადებით, ხელფასის ასეთი ცვლილება არ ეფუძნებოდა გონივრულ კრიტერიუმებს.

“სახელმწიფო აუდიტის დასკვნა შეეხება 2014-2017 წლებს. 2018 წლიდან კომპანიას მართავს ახალი მმართველი გუნდი, რომელიც დეტალურად ეცნობა დოკუმენტს. გარკვეული ცვლილებები უკვე განხორციელდა. მაგალითად, შემცირდა რეაბილიტაციის მმართველის ხელფასი 25 პროცენტით. ასევე, კომპანიამ მიიღო დონორების დახმარებით თანამედროვე კორპორაციული მართვის სისტემის დანერგვის შესახებ გადაწყვეტილება, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის უფრო ზრდას”, – აღნიშნა ზიბზიბაძემ.

დატოვე კომენტარი