სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსვლას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს
სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსვლას 2019 წლის ბოლომდე გეგმავს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმიდან გამოსვლას, გეგმით გათვალისწინებული 2023 წლის ნაცვლად, 2019 წლის ბოლომდე აპირებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანიის ადამიანური რესურსებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მიხეილ ზიბზიბაძემ განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიას საკმარისი რესურსი აქვს, რომ წელს ერთდროულად გადაიხადოს კრედიტორებისთვის წინაშე არსებული დავალიანებები.

ზიბზიბაძის განცხადებით, კომპანიის ზარალი 2014-2017 წლებში ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია კურსთაშორის სხვაობით მიღებული ხარჯებით. რაც შეეხება 2018 წელს, კომპანიამ მიიღო წმინდა მოგება 72 მილიონი ლარის ოდენობით.

სახელმწიფო ელექტროსისტემა რეაბილიტაციის რეჟიმში 2008 წლიდან მუშაობს. კომპანიაში აღმოჩენილ ფინანსურ მდგომარეობასა და აღმოჩენილ დარღვევებზე ანგარიში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.