სახელმწიფო ელექტროსისტემა - ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა, ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად სრულად აღდგენილია
სახელმწიფო ელექტროსისტემა - ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა, ელექტროენერგიის მიწოდება ამჟამად სრულად აღდგენილია

ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს 14:40 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ავრცელებს.

„დღეს, 15 ივლისს, 14:40 საათზე ავარიულად გამოირთო 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „დიდუბე 4“ და ქვესადგურში „დიდუბე 220“ არსებული ავტოტრანსფორმატორი. შედეგად, დიღმის, ჩუღურეთისა და საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ 15:05 საათზე სრულად მოხდა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.