სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა [ვიდეო]

12:20, 14.01.2022

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში, მეოთხე ქვეით ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა.

საქართველოს დროშები აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.

მსგავსი