სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პოკროვსკში საცხოვრებელი სახლების დაბომბვა ნიშნავს რუსეთის უარს რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ პოკროვსკში საცხოვრებელი სახლების დაბომბვა ნიშნავს რუსეთის უარს რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ რუსები დიდი ხანია, აფეთქებენ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

„ისინი ამას თანმიმდევრულად აკეთებენ ომის დაწყებიდან. ამიტომ, ვიტყოდი, რომ ეს არის პასუხი მოლაპარაკებებზე, რომელიც გულისხმობს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

მილერის თქმით, ეს ფაქტი ნიშნავს რუსეთის უარს რეალურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

რუსეთმა პოკროვსკში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაბომბა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ცხრა ადამიანი დაიღუპა, ხოლო 70-მდე დაშავდა.