ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა
ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უახლოეს დღეებში ისრაელში ჩავა იმის გასარკვევად, როგორ შეუძლია აშშ-ს, განაგრძოს მათი მხარდაჭერა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, სახელმწიფო მდივანი ისრაელში, სავარაუდოდ, ხუთშაბათს გაემგზავრება.

„მდივანი მოუთმენლად ელოდება ისრაელის მთავრობის ლიდერებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ მათთან თავდასხმების დაწყებიდან“, – განაცხადა მილერმა ბრიფინგზე.