სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ მხარს არ დაუჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ დაუჭერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას პალესტინის სახელმწიფოებრიობის შესახებ, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა განაცხადა.

ვედანტ პატელის თქმით, კომიტეტის წევრებს შორის არ იყო ერთსულოვნება იმის შესახებ, აკმაყოფილებდნენ თუ არა პალესტინელები სახელმწიფოდ განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, პალესტინის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გატაროს, ვიდრე სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას აიღებს.

როგორც პატელმა განმარტა, აშშ მიიჩნევს, რომ „პალესტინელი ხალხისთვის სახელმწიფოებრიობისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი გზა პირდაპირი მოლაპარაკებებია ისრაელსა და პალესტინის ხელისუფლებას შორის, შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით, რომლებიც ამ მიზანს იზიარებენ“.