სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ „ღია ცის შეთანხმებაში“ დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ „ღია ცის შეთანხმებაში“ დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს

აშშ „ღია ცის შეთანხმებაში“ დაბრუნების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული ბრიფინგის დროს, ჟურნალისტი დაინტერესდა, განიხილავს თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია, დაუბრუნდეს შეთანხმებას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების გათვალისიწნებით, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დაუბრუნდება „ღია ცის შეთახმებას“, თუ ამას აშშ-ც გააკეთებს.

„ჩვენ ვსწავლობთ ამ საკითხს. ჩვენ გადაწყვეტილებას შესაბამის დროს მივიღებთ. როგორც ვიცით, რუსეთი კვლავ არ ასრულებს შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებიდან“ ოფიციალურად გასული წლის ნოემბერში გავიდა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ამერიკულმა მხარემ მაისში განაცხადა. შეთანხმების დატოვების მიზეზად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის მიერ შეთანხმების პირობების შეუსრულებლობა, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ სადამკვირვებლო ფრენების არდაშვება დაასახელა.

„ჩვენ ვიმუშავებთ, რათა გავაუქმოთ წინა ადმინისტრაციის მორალური და ეროვნული სირცხვილი, რომელიც ფაქტობრივად ართმევდა შვლებს ოჯახებს, დედებსა და მამებს საზღვარზე ამ ბავშვების ოჯახებთან გაერთიანების ყოველგვარი გეგმის გარეშე“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.