სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე - მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე - მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას

მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

„მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში არის ის, რისთვისაც აშშ-ის ეს ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას. ეს არის ის, რაზეც თავად სახელმწიფო მდივანიც საკმაოდ კონცენტრირებულია. მივესალმებით ნებისმიერ მცდელობას, რომელიც დაგვეხმარება გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში“, –  თქვა ვედანტ პატელმა.