სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – ვგმობთ რუსეთის მიერ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე
ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე, – ამის შესახებ განცხადება ტვიტერით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ავრცელებს.
აშშ მწუხარებას გამოთქვამს რუსეთის რეპრესიული ნაბიჯების გამო, რომლებიც ძირს უთხრის დუმის არჩევნების თავისუფლებას, სამართლიანობას და სანდოობას. ჩვენ ვგმობთ საარჩევნო უბნების მოწყობას საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ნებართვის გარეშე. შეგახსენებთ, რომ რუსეთში პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები 17, 18 და 19 სექტემბერს გაიმართა. რუსეთის ცესკოს მონაცემებით, ხმების უმრავლესობა რუსეთის მმართველმა პარტიამ და მისმა კანდიდატებმა მიიღეს. ე.წ. საარჩევნო უბნები იყო გახსნილი ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში. ასევე, ანექსირებულ ყირიმში“, – წერს ნედ პრაისი.
The United States regrets Russia’s repressive actions that undermined the freeness, fairness, and credibility of its Duma elections, and we condemn Russia’s organization of polling stations on the territories of Georgia, Moldova, and Ukraine without their consent. https://t.co/NRkNRvsE64
— Ned Price (@StateDeptSpox) September 23, 2021