სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი – საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები.
„ჩვენ ვგმობთ საქართველოში 5 ივლისს მომხდარ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, თემის წევრებსა და ჟურნალისტებზე. საქართველოს ლიდერები და სამართალდამცველი ორგანოები ვალდებულნი არიან, დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და პასუხისგებაში მისცენ ძალადობაში მონაწილე პირები“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი.
We condemn the July 5 violent attacks in Georgia on civic activists, community members, and journalists. Georgia’s leaders and law enforcement are obligated to protect the Constitutional rights to freedom of expression and assembly and prosecute those participating in violence. https://t.co/gQj9goCsN7
— Ned Price (@StateDeptSpox) July 5, 2021