სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრიალზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრიალზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის ხანმოკლე შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელიც ათი წუთი გაგრძელდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითის, პოლ ველანის გათავისუფლებისა და სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა.

„დასავლეთი უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – უთხრა ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბლინკენმა და ლავროვმა მხოლოდ გაისაუბრეს და მოლაპარაკებები არ ყოფილა.