სახელმწიფო დეპარტამენტი - სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს არ შეწყვეტს
სახელმწიფო დეპარტამენტი - სანქციები მანამდე იმოქმედებს, სანამ რუსეთი პროვოკაციულ ქმედებებს არ შეწყვეტს

აშშ-ის სანქციების პროგრამა რუსეთის წინააღმდეგ მანამდე იმუშავებს, სანამ რუსეთი პროვოკაციულ და დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებს არ შეწყვეტს, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გააკეთეს.

„ამ სანქციების მოქმედება მანამდე გასტანს, სანამ რუსეთი არ დააკმაყოფილებს კონგრესისა და ადმინისტრაციის მოთხოვნებს იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებმაც გამოიწვია კიდეც სანქციების დაწესება“, – განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

მათი თქმით, სანქციები რუსეთის დასჯას ემსახურება წარსულში გადადგმული ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ამ დრომდე არ აღიარებს.

სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსული სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე უარით, ქვეყნები ხელს უშლიან რუსეთს, მიიღოს დამატებითი შემოსავალი და დააფინანსოს საერთაშორისო კამპანიები, რომლებიც ქვეყნებს შორის დესტაბილიზაციას იწვევს.