სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიირატოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მარკო რუბიოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა უკრაინაში ომის დასრულებისა და რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის სასწრაფო საჭიროებას.
უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობა ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებში.