სახელმწიფო დეპარტამენტი - მარკო რუბიომ შეხვედრაზე სერგეი ლავროვს კვლავ განუცხადა ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაშია აღნიშნული, რუბიომ კვლავ განუცხადა ლავროვს ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროების შესახებ.
„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პრეზიდენტ ტრამპის მოწოდება მკვლელობების შეწყვეტის შესახებ და მოსკოვის მიერ რუსეთ-უკრაინის ომის მდგრადი მოგვარებისკენ არსებითი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებაზე“,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა და დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.