სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ გადაწყვეტილებას მიესალმება

14:10, 15.06.2019

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლებიდან წასვლის შესახებ  მოლდოვის „დემოკრატიული პარტიის“ გადაწყვეტილებას მიესალმება, – ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ჩვენ შთაგონებული ვართ იმით, რომ ახალმა კოალიციამ და ყოფილმა მთავრობამ მოახერხეს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა, რაც მოლდოველი ხალხის სურვილი იყო. ამ გარდამავლ პერიოდში მოგიწოდებთ თავშეკავებისკენ“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები დააკვირდება მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს.

მოლდოვის „დემოკრატიული პარტია“ ხელისუფლებიდან მიდის. ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისია. ამის შესახებ განცხადება „დემოკრატიული პარტიის“ შეკრებაზე გუშინ გაკეთდა.

მსგავსი