სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურს აკისრებს რუსეთს, რათა პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურს აკისრებს რუსეთს, რათა პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე

აშშ თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს და სერიოზულ საფასურსა და შედეგებს აკისრებს რუსეთს, რათა მას პასუხი აგებინოს თავისი არჩევანით დაწყებულ ომზე. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის დიდი შვიდეულისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან საუბრის შემდეგ გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, ენტონი ბლინკენი ესაუბრა დიდი შვიდეულის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომლებსაც შეუერთდა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი რუსეთის წინასწარ განზრახულ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ თავდასხმაზე გლობალური რეაგირების განსახილველად.

„ერთად ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს და ვაკისრებთ სერიოზულ საფასურსა და შედეგებს, რათა რუსეთს პასუხი ვაგებინოთ მის მიერ არჩეულ ომზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვაღიარებთ უკრაინელი ხალხის სიმამაცესა და გმირობას“, – ნათქვამია განცხადებაში.