სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-მა რუსეთისგან სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ-მა რუსეთისგან სამედიცინო აღჭურვილობა შეიძინა

აშშ-მა სამედიცინო აღჭურვილობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატები და დაცვის აღჭურვილობა, როგორიცაა ხელთათმანები, ნიღბები და ხალათები რუსეთისგან შეიძინა, – ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 30 მარტს, პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შედეგად, რუსეთმა აშშ-ის პირველ აპრილს, ზემოთჩამოთვლილი პროდუქცია გადასცა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, გლობალური პანდემიის პირობებში, დიდი ოცეულის ლიდერები ერთმანეთის დახმარებაზე შეთანხმდნენ.