სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ

აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ, –  ამის შესახებ განცხდება აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

კითხვაზე, როგორ დაეხმარება აშშ-ის ადმინისტრაცია საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მხრიდან აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში და თუ განიხილება ნატო-ს არაწევრი მთავარი მოკავშირის სტატუსის გადაცემა ამ ქვეყნებისთვის, ნედ პრაისმა უპასუხა:

„რუსეთის აგრესიიდან უკრაინის წინააღმდეგ ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ პუტინის ხედვით რუსეთი ძალიან შორს სცდება საზღვრებს. ჩვენი პასუხიც ცალსახაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესია არის წინასწარგანზრახული, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და ამას საერთაშორისო საზოგადოება ვერ მიიღებს. სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფებოდა მოლდოვაში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ მოლდოვის მთავრობას, ხალხს და მოდლოვას ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს. იგივე ვრცელდება საქართველოზეც. ქართველ ხალხს რუსეთის აგრეესიის შესახებ შედარებით ახალი მოგონებები აქვს. მათ ძალიან კარად ახსოვთ რუსეთის პროვოკაციები, მათ შორის რუსეთის მხარდაჭერილი ძალების პროვოკაციებისა. ჩენ ამ ქვეყნების გვერდით ვდგავართ. ჩვენი მკაფიო გზავნილია მოსკოვისადმი, რომ აგრესია მისი მეზობლების წინააღმდეგ არის მიუღებელი და მას მოჰყვება მტკიცე პასუხი“,- განაცხადა ნედ პრაისმა.