სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი და ადვოკატი ბექა ბასილაია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი და ადვოკატი ბექა ბასილაია საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ

ორბელიანების სასახლის წინ, ადვოკატმა ბექა ბასილიამ და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის გრიფით საიდუმლოს მოხსნის საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.

ბექა ბასილაიას განცხადებით, ბრალდებულ თემურ ჯანაშიას საქმეზე გრიფით საიდუმლო უნდა მოიხსნას. მისივე თქმით, საქმეზე გრიფით საიდუმლოს გაგრძელების ვადა უკვე ამოწურულია და მეორედ გახანგრძლივებაზე მსჯელობენ.

როგორ ადვოკატი აცხადებს, 2013 წელს, როცა თემურ ჯანაშია აღარ იყო სდსს-ის უფროსი, მსგავსი განკარგულებები გაიცემოდა და ამბობს, რომ ამ დროს გამოცემულ დოკუმენტებსაც უნდა მოეხსნას გრიფით საიდუმლო და დოკუმენტაცია მათ გადაეცეთ, რადგან მისი განცხადებით, არ შეიძლება, პრეზიდენტის ხარჯები იყოს გაფლანგვა, როგორც ამას პროკურატურა ედავება ბრალდებულ თემურ ჯანაშიას. როგორც თემურ ჯანაშია ამბობს, აღნიშნულ საქმეზე გრიფით საიდუმლოს მოხსნით გამოჩნდება, რომ ბრალდება უსაფუძვლოა.

საგამოძიებო უწყება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის, 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვას ედავება.