სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი დაუდასტურდა
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ლომთაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, წესისამებრ, პირს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს გარე პერიმეტრს იცავს, აპარატის თანამშრომლებთან შეხება არ აქვს, თუმცა პრევენციის მიზნით, შენობაში შესაბამისი ზომები მაინც გატარდა.

ამასთან, ლომთაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის ყველა თანამშრომელს კორონავირუსზე ტესტირება უტარდება.

„კორონავირუსის ინფექცია დაუდასტურდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის გარე პერიმეტრს იცავდა. სამსახურებირი ფუნქციის პროტოკოლის შესაბამისად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს, რომელიც იცავს საკონსტიტუციო სასამართლოს გარე პერიმეტრს არ უწევს პირდაპირი შემხებლობა საკონსტიტუციო სასამართლოს აპარატის თანამშრომლებთან. მიუხედავად ამისა, პრევენციის მიზნით გატარებული იქნა დღის განმავლობაში ზომები, რაც პირველ რიგში, გულისხმობს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას. ასევე აპარატის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდებათ ტესტირება. ამ წუთებშკი მიმდინარეობს ეს პროცესი“, – განაცხადა გიორგი ლომთაძემ.