სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური - ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, არ არის სწორი.

როგორც სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ეხმაურება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პარლამენტის შენობაში სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. აღნიშნული მედიასაშუალების ყალბი ამბავი ეყრდნობოდა დაცვის თანამშრომელთან ჩაწერილ მცირე ინტერვიუს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის წარმოადგენდა „სპეციალურ სამსახურს“. ეს პიროვნებაც და ყველა თანამშრომელი, რომელიც პარლამენტის შენობაში უზრუნველყოფს წესრიგს, წარმოადგენს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. პარლამენტის შენობაში სხვა ძალოვანი უწყების არცერთი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.