სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო

17:47, 29.08.2023

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში წვევამდელთა განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადის წარდგენა შეუძლია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ 18-26 წლის წვევამდელს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურის ცნობით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის პირობებია:

  • მორიგეობა სამ დღეში ერთხელ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  •  სტუდენტებისა და სპორტსმენებისთვის აქტიური ხელშეწყობა.

„საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვამდე წვევამდელები გაივლიან სასწავლო შეკრებას, რომლის დროსაც ისინი: მიიღებენ თეორიულ ცოდნას; კვალიფიციური ინსტრუქტორების მეთვალყურეობით და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით გაივლიან პრაქტიკულ მომზადებას საბრძოლო ილეთების ათვისებით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით; უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი და საბაზისო პირობებით.

წვევამდელმა განაცხადის შეტანისას უნდა წარადგინოს:

  • მიწერის მოწმობა შესაბამისი რაიონული სამხედრო განყოფილებიდან;
  • საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • სხვა დოკუმენტები განაცხადის წარდგენის შემდგომ.
განაცხადების მიღება შესაძლებელია როგორც ელ. ფოსტით – [email protected], ასევე მისამართზე: თბილისი, 9 აპრილის N2.“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი