სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 185 წვევამდელი დაემატა
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 185 წვევამდელი დაემატა

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგები 185 წვევამდელით შეივსო. ახალწვეულებმა ფიცი სიმბოლურად შინდისის გმირების მემორიალთან დადეს.

დღეიდან, ერთი წლის განმავლობაში, ახალწვეულები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურს გაივლიან. ფიცის მიღება ახალწვეულებს სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიულოცა და სიგელები გადასცა.

ასევე, ანზორ ჩუბინიძემ და მოწვეულმა სტუმრება პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას. მათ შინდისის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ, წვევამდელებმა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.