სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გამოჩენას აქციის მონაწილეთა შეძახილები მოჰყვა
სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გამოჩენას აქციის მონაწილეთა შეძახილები მოჰყვა

სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის გამოჩენას აქციის მონაწილეთა შეძახილები მოჰყვა. „მამაო დაგმე რუსეთი“ – ასე სკანდირებდნენ მოქალაქეები რომლებიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ღონისძიებაში რუსული დელეგაციის მონაწილეობას აპროტესტებენ.

​დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, თუკი შესაძლებლობა მიეცა, გეგმავს რუსეთის დელეგაციასთან საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს.

„თუ მომეცა საშუალება, ვიტყვი, რომ რაც მან განაცხადა, არ არის შესაფერისი მართლმადიდებელ ქვეყნებისთვის“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას მასპინძლობს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვია. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია, დღეს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნა. საქართველოში ჩამოვიდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი სერგეი გავრილოვი, რომელიც ღიად უჭერს მხარს რუსეთის მეირ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას.

ამასთან, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სერგეი გავრლოვის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ და მას სამარცხვინოს უწოდებენ.