სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა ხუთი პროცენტით გაიზრდება
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკა ხუთი პროცენტით გაიზრდება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, არსებული პროგნოზების გათვალისწინებით, მომავალი წლისთვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებში, რაც მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

პროექტის თანახმად, 2020 წლის ბიუჯეტით მოსალოდნელი იყო ეკონომიკის 4.5 პროცენტიანი რეალური ზრდა, თუმცა პანდემიის გამო კანონში ცვლილება განხორციელდა და მშპ-ის ცვლილება განისაზღვრა მინუს ოთხი პროცენტით.

2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელების მიხედვით, მოსალოდნელია მშპ-ის კიდევ უფრო მაღალი, კერძოდ, 4.9-პროცენტიანი კლება.

„2020 წლის შვიდი თვის საშუალო მშპ-ის ცვლილებამ შეადგინა 5.6 პროცენტი, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 2.2 პროცენტი, მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3 პროცენტი, ხოლო ივლისში კლების წინასწარმა მაჩვენებელმა 5.5 პროცენტი შეადგინა. ზემოაღნიშნულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 4.9 პროცენტის ფარგლებში“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დატოვე კომენტარი