სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს

სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას მიიღებს მხოლოდ ის პარტია, რომელიც მისთვის განკუთვნილ პარლამენტის წევრის მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. შესაბამისი ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას.

ამასთან, კანონპროექტში გათვალისწინებულია საარჩევნო ბლოკების საკითხი. კერძოდ, ცვლილებებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხას ბლოკის წესდებით დადგენილი ოდენობით მიიღებს საარჩევნო ბლოკში შემავალი მხოლოდ ის პარტია, რომელიც პარლამენტის წევრის მანდატს (მანდატებს) მიიღებს და ამ მანდატს ან მანდატების ნახევარს მაინც აითვისებს. ასევე საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტია მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა ნახევარი მაინც არასაპატიო მიზეზით გააცდენს მიმდინარე მოწვევის პარლამენტის წინა წლის ყველა პლენარულ სხდომას. ინიციატორები განმარტავენ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული დათქმა პოლიტიკური პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დაკავშირებულია კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების ამოქმედების შემდეგ (კერძოდ, არაუადრეს პარლამენტის 2021 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებიდან) წარმოშობილ შესაბამის სამართლებრივ ურთიერთობებთან. ინიციატივაში ჩამოთვლილია ის პოლიტიკური პარტიები, რომელთაც სახელმწიფო დაფინანსება ეკუთვნით. ესენი არიან:

1. მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ − 5,140,020.00 ლარი;

2. მპგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ − 2,199,635.00 ლარი;

3. მპგ „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ − 240,000.00 ლარი;

4. მპგ „პროგრესი და თავისუფლება“ − 12,000.00 ლარი;

5. მპგ „საქართველოს რესპუბლიკური პარტია − 204,000.00 ლარი;

6. მპგ „ევროპელი დემოკრატები“ − 460,000.00 ლარი;

7. მპგ „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ − 939,925.35 ლარი;

8. მპგ „კანონი და სამართალი“ − 104,436.15 ლარი;

9. მპგ „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − 1,124,409.00

ლარი;

10. მპგ „ლელო საქართველოსთვის“ − 803,560.00 ლარი;

11. მპგ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ − 1,043,120.00 ლარი;

12. მპგ „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ − 289,710.00 ლარი.

დატოვე კომენტარი