სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

აუქციონზე მოთხოვნამ შეადგინა 94 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.100 პროცენტით, მაქსიმალური 8.350 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295 პროცენტით განისაზღვრა.

დატოვე კომენტარი