სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13:43, 01.02.2022

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

სებ-ის ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 40 000 000 ლარი.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.000 პროცენტით, მაქსიმალური 10.200 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.163 პროცენტით განისაზღვრა.

მსგავსი