სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

15:35, 04.02.2020

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე დღეს 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში ოთხი კომერციული ბანკი მონაწილეობდა. მოთხოვნამ 201 280 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9 პროცენტით, მაქსიმალური 9.07 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.044 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა.

კუპონის გადახდა წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში მოხდება.

მსგავსი