სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ორწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 112 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.920 პროცენტით, მაქსიმალური 9.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.928 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-ის ცნობით, კუპონურმა საპროცენტო განაკვეთმა 9.875 პროცენტს შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.