სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

13:38, 20.12.2022

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის 20 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 100 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მათივე ცნობით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 248 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 8.850 პროცენტით, მაქსიმალური – 8.960 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.929 პროცენტით განისაზღვრა.

სებ-ის ინფორმაციით, ​კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.375 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

მსგავსი