სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი იზრდება
სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი იზრდება

სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი იზრდება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, კანონის მიღების შემთხვევაში სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე.

“მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გამცნოთ, იზრდება სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი. კანონის მიღების შემთხვევაში სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო-ცენრტრები, კლუბები, საცხობი ობიექტები – ყველა დაექვემდებარება სახანძრო ზედამხედველობას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.