სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრები გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მოსახლეობას შეხვდნენ
სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრები გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მოსახლეობას შეხვდნენ

სახალხო მოძრაობის „არა ნაციზმს“ წევრები გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მოსახლეობას შეხვდნენ.

მოძრაობის წევრებმა 2008 წლის ომის დროს დაღუპული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.

მოძრაობის დამფუძნებლის ია მეტრეველის განცხადებით, მსგავსი შეხვედრების მთავარი მიზანია, თანამოქალაქეებს შეახსენონ ის მძიმე ვითარება და საშინელი ფაქტები, რასაც ადგილი ჰქონდა სააკაშვილის 9-წლიანი რეჟიმის დროს და მოუწოდონ, ხმა არ მისცენ „ნაციონალური მოძრაობის“ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს.