სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭო დღეს პირველად შეიკრიბა. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საბჭოს წევრებს 20- 21 ივლის მომხდარ ფაქტზე დაწყებული მიმდინარე გამოძიების შედეგები გააცნო.
როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, თითქმის ერთი თვეა, რაც მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში, სადაც სახალხო დამცველი არის ჩართული საზედამხედველო ფუნქციით.
„ეს საქმეს ეხება შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების შესწავლას. გვაქვს სრული წვდომა მასალაზე. დაახლოებით 11 ვიზიტი განვახორციელეთ პროკურატურაში და ვეცნობით ყოველდღიურ რეჟიმში საგამოძიებო მასალებს. რაც შეეხება არსებულ მდგომარეობას გამოძიებაში, ამ ეტაპზე დაახლოებით 10 ტომის საქმის მასალის შესწავლით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოკითხულია 300-ზე მეტი ადამიანი. პირველადი გამოკითხვები ჩატარდა დაზარალებული პირების, მათ, ვისაც ქონდათ ფიზიკური დაზიანებები. ასევე გამოკითხულია 50-მდე ჟურნალისტი და 45-ზე მეტი პოლიციელი და როგორც გვაქვს ინფორმაცია, ამ კვირაში დაიწყება მაღალი დონის მმართველი რგოლია გამოკითხვები ანუ პოლიციის შემადგენლობაში მყოფი მენეჯმენტის. გარდა ამისა, დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები, ტყვიები, ამოღებულია ასევე და დაწყებულია გაშიფრვა. მნიშვნელოვანი ნაწილი გაშიფრულია ყველა იმ ვიდეოჩანაწერის მათ შორის, როგორც მედიით გასული ვიდეოჩანაწერის, ასევე კერძო და საჯარო ობიექტებზე არსებული ჩანაწერები იქნა ამოღებული. ჩვენი მთავარი რეკომენდაციაა გამოძიება არ უნდა კონცენტრირდეს მხოლოდ ინდივიდუალური ფაქტების გამოძიებაზე. მთავარი ამოსავალი და აქცენტი უნდა იყოს დაიხატოს მთელი სურათი თუ რა ვითარებაში გამოიყენა ძალა პოლიციამ და რამდენად შეესაბამებოდა ძალის ეს გამოყენება არსებულ ინსტრუქციები თუ საკანონმდებლო რეგულაციებს, რაც არსებობს დღეს საქართვლოში. აქცენტი უნდა იყოს იმაზე როგორ დაიგეგმა ოპერაცია, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას, რა ბრძანებები იქნა გაცემული, ვინ იყო ამ ბრძანებები გაცემაზე პასუხისმგებელი პირი, ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი გამოძიების“, – განაცხადა ლომჯარიამ.
სახალხო დამცველთან არსებული საკონსულტაციო საბჭო 20-21 ივნისის მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 8 ივლის შეიქმნა, საბჭო დაკომპლექტებულია არასამთავრობო სექტორისა და იურისტებისგან. საკონსულტაციო საბჭოში სულ 10 კაცია.