სახალხო დამცველმა პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
სახალხო დამცველმა პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს 2019 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში 433-გვერდიანი, სადაც საუბარია საქართველოში ადამიანის უფლების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასულ წელს, ომბუდსმენის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე 6737 განცხადება შევიდა, საიდანაც დასაშვებად ცნობილი 5039 იყო.

მათი ცნობით, სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 2399 ვიზიტორს, აპარატის რეგიონულმა ოფისებმა კი, 4448 დაინტერესებულ პირს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია გაუწიეს. ასევე, ჩატარდა 990 შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მოსახლეობა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რეგლამენტის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა პარლამენტს ანგარიში მარტის ბოლომდე უნდა წარუდგინოს, საკანონმდებლო ორგანო კი დოკუმენტს საგაზაფხულო სესიის ბოლომდე განიხილავს.