სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციამ კიდევ ერთი პირი დააკავა

00:37, 04.06.2018

პოლიციამ სახალხო დამცველის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ამასთან, აღნიშნულ საქმეზე სულ ორი პირია დაკავებული.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ. და 1964 წელს დაბადებული ლ.ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 – ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

„დაკავებულებმა მიმდინარე წლის 3 ივნისს, თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე, გამარჯვების პარკში მიმდინარე აქციის დროს საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

მსგავსი