სახალხო დამცველის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი
სახალხო დამცველის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი

სახალხო დამცველის ინფორმაციით, დროებითი მოთავსების იზოლატორში თითქმის ორჯერ არის გაზრდილი დაკავების შემდეგ მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი.

ომბუდსმენი აღნიშნული სახის ფაქტებს გასული წლის ანგარიშში მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ შს სამინისტროს მონაცემების თანახმად, 2017 წელს დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების – 65 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს – 116.

ნინო ლომჯარიას ცნობით, დაკავების შემდეგ სხეულის დაზიანების მიღების შემთხვევების 40% აჭარაში მოხდა.

„აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 9-ჯერ არის გაზრდილი. კერძოდ, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორში დოკუმენტირებულია იზოლატორში შესახლებულ პირთა სხეულზე დაკავების შემდეგ დაზიანებების მიღების 47 შემთხვევა, მაშინ როდესაც იმავე ბათუმის იზოლატორში 2017 წელს მხოლოდ 5 შემთხვევა იყო დოკუმენტირებული. საქართველოს სხვა რეგიონებში ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა, მეტიც, ზოგიერთ რეგიონში შემცირებაც კი აღინიშნება. შესაბამისად, ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით ცალსახად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დაკავებულ პირთა მიმართ პოლიციის მოპყრობა აჭარის რეგიონში მკვეთრად არის გაუარესებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.