სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა [ფოტო]
სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა [ფოტო]

ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა ცენტრმა ტოლერანტობის ქომაგები დააჯილდოვა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა გამოავლინეს.

ტრადიციულად გამოვლინდნენ ის მედიასაშუალებები, ორგანიზაციები და საჯარო მოხელეები, რომლებმაც წლის განმავლობაში ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვასა და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას შეუწყვეს ხელი.

ღონისძიებაზე რამდენჯერმე ახსენეს უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმე და ტოლერანტობის საქმეში მის მიერ გაწეული წვლილი, რის გამოც ჯილდო სიმბოლურად მის დედას გადასცეს. დაჯილდოებულებს შორის აგრეთვე მოხვდნენ ჰოლანდიის ელჩი იოს დაუმა, დედა სიდონია, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე, მედიაკომპანია „ბათუმელები“, პანკისისა და მარნეულის სათემო რადიოები, ცესკო-ს თანამშრომელი, სოფო სიჭინავა, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი და ასე შემდეგ.