სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დასაქირავებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა
სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დასაქირავებლად თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა

სახალხო დამცველის აპარატს ოფისის დასაქირავებლად 500 ათასი ლარი გამოეყოფა. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ნიკოლოზ გაგუამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

„სახალხო დამცველის აპარატისთვის გამოიყოფა დაახლოებით 500 ათასი ლარი სარეზერვო ფონდიდან. ამის მიზანია სახალხო დამცველის აპარატისთვის ოფისის დაქირავება, ალტერნატიული ფართით  დაკმაყოფილებამდე“, – განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

სახალხო დამცველის აპარატმა, ოფისის მწვავე ავარიული მდგომარეობის გამო, მუშაობა რამდენიმე დღის წინ შეაჩერა.