სახალხო დამცველის აპარატი – ვადგენთ რუსთაველის გამზირზე დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს, მოვინახულებთ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში

15:43, 29.12.2024

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადგენენ რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დაკავებულ პირთა ადგილსამყოფელს და მოინახულებენ ყველა იმ პირს, რომელიც გადაყვანილი იქნება დროებითი მოთავსების იზოლატორებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახლახო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სახალხო დამცველის აპარატი პროაქტიულ რეჟიმში აკვირდება აქციების მიმდინარეობას, მოქმედებს ცხელი ხაზი 1481.

სახალხო დამცველის აპარატი დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას მოგვიანებით მიაწვდის“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციაში.

მსგავსი