სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს 
სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს 

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ ღონისძიებას მართავს.

თავისუფლების მოედანზე გამვლელებს ისინი აცნობენ, თუ რას ნიშნავს ადამიანის უფლებები და ვინ არის პასუხისმგებელი მათ დაცვაზე. რიგდება საინფორმაციო ბროშურები და თემატური ატრიბუტიკა.

ღონისძიებას ესწრებიან ევროკავშირისა და გაერო-ს სპეციალური წარმომადგენლები.

სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავს.