სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხმიანება
სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხმიანება

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს ეხმიანება.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია აღნიშნული, ომბუდსმენი დამოუკიდებლად აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

„2019 წლის 20 ივნისს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პირველი ფარული კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც შემდეგ ეტაპზე გადასული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატი გამოვლინდა. სახალხო დამცველი დამოუკიდებლად აკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული პირველი ფარული კენჭისყრა და მასზე დაკვირვების შედეგები იმ პრობლემებსა და ხარვეზებს ავლენს, რაც აღნიშნულ პროცესს ახლავს თან და საფრთხეს უქმნის მის მაღალი სტანდარტებით წარმართვას. სახალხო დამცველი ასევე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსათვის“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმას და აღნიშნულს სერიოზულ პრობლემად და მთელი პროცესისათვის დამაზიანებლად მიიჩნია”, – აღნიშნულია განცხადებაში.