სახალხო დამცველი საქართველოში გერმანიის ელჩს შეხვდა

15:43, 21.10.2026

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში  გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბარბარა ფოსს შეხვდა.

სახალხო დამცველის ოფისის ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო.

მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.

მსგავსი