სახალხო დამცველი - სააკაშვილის პირობების შემოწმებისას დასახელდა სასეირნო სივრცის, ფანჯრის პრობლემა, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომელთა დაკვირვება, ვიდეოჩაწერა, რაზეც შესაბამის პირებთან კომუნიკაცია შედგა
სახალხო დამცველი - სააკაშვილის პირობების შემოწმებისას დასახელდა სასეირნო სივრცის, ფანჯრის პრობლემა, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომელთა დაკვირვება, ვიდეოჩაწერა, რაზეც შესაბამის პირებთან კომუნიკაცია შედგა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები​ შეამოწმეს, დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა, რაზეც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან, – ამის შესახებ აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში, რომელიც ომბუდსმენის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.

„მიხეილ სააკაშვილის განთავსების პირობები და გატარებული უსაფრთხოების ღონისძიებები სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 2021 წლის 20 ნოემბერს უკვე შეამოწმეს. პირველადი შემოწმების საფუძველზე გამოვლინდა გარკვეული საკითხები (დასახელდა სასეირნო სივრცისა და ფანჯარასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მანიპულაციების ნაწილზე უსაფრთხოების თანამშრომლების დაკვირვება, ვიდეოჩაწერა), რასთან დაკავშირებითაც შედგა მყისიერი კომუნიკაცია შესაბამის უფლებამოსილ პირებთან. ერთ ეპიზოდში ვიდეოჩაწერის კანონიერების შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. პირობებთან დაკავშირებით დასახელებული საკითხების შესახებ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებისგან მიიღეს შესაბამისი რეაგირების პირობა, რისი შედეგებიც ასევე შემოწმდება გონივრულ ვადაში“,- აღნიშნულია განცხადებაში.