სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე ოჯახს დასაბუთებული პასუხები გასცეს

13:08, 26.12.2018

სახალხო დამცველი პროკურატურას მოუწოდებს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოებებზე არსებულ კითხვებს დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები გასცეს.

ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენი აღნიშნული საქმით დაინტერესდა, თუმცა პროკურატურამ საგამოძიებო მასალებზე წვდომა შეუზღუდა.

„მოვუწოდებ პროკურატურას, პირველ რიგში, გარდაცვლილის ოჯახს გასცეს დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხები გარდაცვალების გარემოებებზე, რაზეც ამ დრომდე ინფორმაცია არ გაგვაჩნია“,  – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მსგავსი