სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და უზრუნველყოს მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა

სახალხო დამცველი ეხმიანება რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, უფლებადამცველთა დაკავების ფაქტებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს შსს-ს, იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და უზრუნველყოს სრულიად მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, სახალხო დამცველის რწმუნებულები გააგრძელებენ დაკავებულების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას.

„სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ პოზიტიური ზოგადი ინფორმაცია და იდეები, როგორც უწყინარი ანდა ინდიფერენტული, არამედ ისეთებიც, რომლებიც შეურაცხმყოფელი, გამაოგნებელი ან შემაწუხებელია. აღნიშნული სტანდარტის დაცვის გარეშე წარმოუდგენელია დემოკრატიული საზოგადოების არსებობა. ამდენად, დაუშვებელია სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, სამართალდამცავთა მიერ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა.

სახალხო დამცველის რწმუნებულები ადგილზე მოახდენენ აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ასევე, თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის შეფასებას“, – აღნიშნულია ლევან იოსელიანის განცხადებაში.