სახალხო დამცველი - კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის განვითარებაში დადებითი წვლილი შეჰქონდათ, რაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დაფასდეს
სახალხო დამცველი - კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურის განვითარებაში დადებითი წვლილი შეჰქონდათ, რაც მნიშვნელოვანია, სათანადოდ დაფასდეს
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შობას ულოცავს საქართველოში არსებულ იმ ქრისტიანულ ეკლესიებს, რომლებიც ამ დღესასწაულს 25 დეკემბერს აღნიშნავენ.
„ქრისტეს შობის დღესასწაულზე ადამიანები ერთმანეთს მშვიდობას, სულიერ სიმშვიდეს და მომავლის რწმენას უსურვებენ. საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ამ კეთილ სურვილებს და საქართველოს კათოლიკე და პროტესტანტული ეკლესიების მრევლს წარმატებასა და კეთილდღეობას უსურვებს.
კათოლიკე და პროტესტანტულ ეკლესიებს საუკუნეების განმავლობაში შეჰქონდათ დადებითი წვლილი ქართული კულტურისა და განათლების განვითარებაში. მნიშვნელოვანია, რომ მათი ეს წვლილი სათანადოდ იყოს დაფასებული და ჩვენს თანამემამულეებსა და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს, რომლებიც თავს ამ ეკლესიების მრევლს მიაკუთვნებენ, ჰქონდეთ საშუალება, თავისუფლად იშრომონ, იღვაწონ და კვლავაც შეუწყონ ხელი ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.